ხშირად დასმული კითხვები
აქ იპოვნით ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც მომხმარებლებს, ყველაზე ხშირად აინტერესებთ
ძირითადი
Webwiss პლატფორმა გათვლილია ყველა იმ საჭიროებაზე რომელიც სრულყოფილ ონლაინ მაღაზიას სჭირდება, Webwiss-ის პლატფორმა ამარტივებს ყველა პროცესს რაც ვებ საიტის და მობილური აპლიკაციის დამზადებას სჭირდება, იმისათვის რომ თქვენ თქვენი მიზანი მიიყვანოთ იმ ნიშნულზე რაზეც გსურთ, აუცილებელია გაუზიაროთ ის Software კომპანიას და შემდგომ შეადგინოთ პროექტის ტექნიკური დავალება, დაიწყოთ მონახაზის შექმნა და დაყოთ გეგმა ეტაპებად, ამისათვის კი საჭიროა გუნდი, UI/UX დიზაინერი, Front-end დეველოპერი, Back-end დეველოპერი, QA Tester და სხვა. ეს ყველაფერი კი ჯამურად მოითხოვს საკმაოდ დროს და ფინანსებს.
Webwiss-ის პლატფორმა თქვენ აგარიდებთ ყველანაირ ხარჯს და ლოდინის დროს, თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებობა, შექმნათ თქვენს ბიზნესზე მორგებული ონლაინ მაღაზია სულ რაღაც 1 დღეში, თვეში 79ლარიდან. პაკეტებს ირჩევთ თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე და ასევე გადახდის გრაფიკიც სრულიად თქვენზე მორგებულია, თქვენ ასევე შეგიძლია ერთიანად შეისყიდოთ ონლაინ მაღაზია და მიიღოთ ის ციფრული პროდუქტი რაც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ინტერესებს.
ასევე ჩვენთან გაქვთ დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანი და თქვენი გემოვნების მიხედვით ირჩევთ მას, ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი გადაკეთება თქვენივე გემოვნებით და ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს დროში შეასრულებს მითითებულ დავალებას.
Webwiss-ზე დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ საუკეთესო საკურიერო სისტემა თქვენი მიწოდების სერვისისთვის, ან გამოიყენოთ პარტნიორი კომპანიების სერვისები.
მიიღოთ გადახდები და განვადებები უმოკლეს დროში და დაიწყოთ ონლაინ მაღაზიის ბიზნესი მომენტალურად, ჩვენთან ყველა ბანკი მხარდაჭერილია.
თუ ფიქრობ, ონლაინ მაღაზიის შექმნა საკმარისია იმისთვის, რომ პროდუქცია ინტერნეტში წარმატებით გაყიდო, გეტყვი, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. თანამედროვე ონლაინ მაღაზია მხოლოდ პროდუქტის ატვირთვა და „ყიდვის“ ღილაკი აღარ არის — მომხმარებელი ელოდება სწრაფ, მარტივ, გამჭვირვალე და სასიამოვნო გამოცდილებას.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მაღაზია მარტივი და გასაგები იყოს.
აუცილებელია მომხმარებელს ქონდეს კითხვაზე პასუხი, თუ „რამდენად უსაფრთხოა აქ შეკვეთა?“
ამიტომ აუცილებელია, რომ მაღაზიას ჰქონდეს მკაფიო პირობები — მიწოდების ვადები, დაბრუნების წესები და საკონტაქტო ინფორმაცია ყოველთვის თვალსაჩინოდ.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიწოდების პირობები იყოს გამჭვირვალე — კონკრეტულად უნდა ეწეროს, როდის გაიგზავნება პროდუქტი, რამდენ დღეში ჩამოვა და რა ღირს კურიერული მომსახურება.
ასევე, მომხმარებელი ხშირად ფიქრობს:
„მარტივად შევძლებ გადახდას?“
ამიტომ მაღაზიაში აუცილებლად უნდა იყოს მოქნილი გადახდის მეთოდები — მათ შორის საბანკო ბარათით გადახდა, ადგილობრივი ან ნაცნობი გადახდის არხები, საჭიროების შემთხვევაში კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორება და სხვა.
შეკვეთის პროცესიც მაქსიმალურად უნდა იყოს გამარტივებული, მომხმარებელი არ უნდა გადატვირთოთ ზედმეტი ფორმებით ან მოთხოვნებით.
Webwiss-ის პლატფორმაზე, ონლაინ მაღაზიის ვებ საიტის შექმნას მხოლოდ 1 დღე სჭირდება.
ამისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო მონაცემები, ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებით, რაც მოცემულია სარეგისტრაციო აპლიკაციაში.
თქვენ მიიღებთ ვებ საიტს 24 საათის განმავლობაში, ონლაინ მაღაზია იქნება მორგებული თქვენს ინტერესებზე და მოთხოვნებზე.
პროდუქტის მიღების შემდეგ, განახორციელებთ ვებ საიტის მართვას.
ვებ საიტის მართვის ინსტრუქციას მიიღებთ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართსა და Webwiss-ის სისტემაში.
Webwiss-ის პლატფორმაზე დამზადებულ ყველა ონლაინ მაღაზიას, აქვს უნიკალური შესაძლებლობა გახდეს მობილური აპლიკაცია, ამით თქვენ გაზრდით სანდოობას, შექმნით კომფორტს და მნიშვნელოვნად გაზრდით მომხმარებლის ლოიალურობას.
ამისთვის აუცილებელია დააფიქსიროთ განაცხადი მობილური აპლიკაციის შექმნასთან დაკავშირებით, შეავსოთ მარტივი კითხვარი და დაელოდოთ ჩვენი წარმომადგნელის უკუკავშირს.
ინფორმაციის დაზუსტების და შეთანხმების შემდეგ, წარმომადგენელი გაგაცნობთ დეტალებს და გადასცემს თქვენს მოთხოვნას ტექნიკურ სამსახურს, ისინი თქვენს მოთხოვნას 24 საათის განმავლობაში განიხილავენ და მობილურ აპლიკაციას დაამზადებენ 48 საათის განმავლობაში.
აღსაღნიშნალია ის ფაქტი, რომ მობილური აპლიკაციის დამზადების შემდეგ, მისი Google Play და App Store ატვირთვის პროცესს Webwiss-ის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს.
მობილური აპლიკაციის ატვირთვის დრო Webwiss-სგან დამოუკიდებელია და კომპანია ატვირთვის დროსთან დაკავშირებით შესაძლო შექმნილ ვადაგადაცილებაზე პასუხს არ აგებს!
Webwiss-ზე მოცემულია პაკეტები, რომელსაც მომხმარებელი თავად ირჩევს, თავისი საჭიროებიდან გამომდინარე.
ის თავად ირჩევს პაკეტს მახასიათებლებით, ფუნქციონალით, განახლებებით და სხვა ყველა საჭირო ოფციით რაც სრულყოფილ ონლაინ მაღაზიას სჭირდება.
სისტემაში მოცემულია 3 პაკეტი:
- სტარტაპი
- სტანდარტი
- პრემიუმი
ნებისმიერი პაკეტის შერჩევის შემთხვევაში იღებს სხვადასხვა პირობებს ხოლო თითოეული პაკეტი გათვლილია ყველა ბიზნეს სექტორზე და მათ საჭიროებაზე, შესაბამისად თქვენ შეგირძლიათ თავდაპირველად შეარჩიოთ ის პაკეტი რომელიც თქვენს მოთხოვნებს ზუსტად შეესაბამება.
პაკეტებზე "სტანდარტი" და "პრემიუმი" შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის Api კავშირების ინტეგრაცია და ასევე შემუშავება ფუნქციონალის, რომელიც არ ეკუთვნის პაკეტს და მომხმარებელი აფიქსირებს "ექსკლუზიური" ფუნქციონალის დამატების მოთხოვნას.
Webwiss-ის პლატფორმაზე დამზადებულ ყველა ონლაინ მაღაზიას, რომელიც შესყიდულია საბოლოო შესყიდვის მეთოდით, ემსახურება ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური, 24 საათის განმავლობაში.
ასევე Webwiss-ის "სტანდარტული" და "პრემიუმ" მომხმარებლები აქტიური ყოველთვიური პაკეტების შეძენის შემთხვევაში იღებენ სრულყოფილ მხარდაჭერას, ონლაინ მაღაზიის ნებისმიერი განვითარების მიმართულებით.
საბოლოო შესყიდვის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პაკეტის სტატუსს და მის მასშტაბს, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ თქვენი მოთხოვნა ვებ საიტის განვითარების მიმართულებით და ჩვენი მხარდაჭერის სამსახური გაგიწევთ სათანადო მომსახურებას ნებისმიერ დროს.
Webwiss-ის პლატფორმაზე დამზადებული ყველა ონლაინ მაღაზია ერგება მობილურ მოწყობილობებს და ასევე ტაბლეტებს.
თითოეული რეზოლუციის მქონე ეკრანზე, ვებ საიტები სრულად არის მორგებული და აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმებს და სტანდარტებს რაც Responsive ვებ საიტს სჭირდება.
ტექნიკური საკითხები და შესაძლებლობები
დომენის დაკავშირების პროცესი ძალიან მარტივია! ამისათვის აუცილებელია დომენის რეგისტრატორი კომპანიის ვებ გვერდზე NS ჩანაწების განყოფილებაში გაწეროთ შემდეგი მონაცემები:
NS1.WEBWISS.COM NS2.WEBWISS.COM
იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ აღნიშნული მონაცემების გაწერას ან და წარმოგეშვათ რაიმე სახის პრობლემა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Webwiss-ის ტექნიკურ სამსახურს და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებით პრობლემის უმოკლეს დროში მოგვარებაში!
Webwiss-ის პლატფორმაში ინტეგრირებულია SEO ოპტიმიზაციის მოდული, რაც გაძლევთ საშუალებას, აკონტროლოთ თქვენს მიერ დამატებულ პროდუქტებზე, კატეგორიებსა თუ გვერდებზე "SEO Score" და ასევე მიიღოთ რეკომენდაციები, რომელიც თქვენს პროდუქტს ხილვადს გახდის საძიებო სისტემებში.
ყველა დიზაინი არის სეო მეგორებული და გაქვთ შესაძლებლობა დააწინაუროთ თქვები ონლაინ მაღაზია მოწინავე პოზიციებზე საძიებო სისტემებში.
რა თქმა უნდა მხოლოდ SEO ოპტიმიზაციის მოდული არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თქვენ შეხვიდეთ კონკურენცაში უკვე კარგად ცნობილ პლატფორმებთან, ამისათვის საჭიროა SEO სპეციალისტი, ხოლო ჩვენი პლატფორმა მას გაუადვილებს სამუშაო პროცესს.
Webwiss-ის პლატფორმაში, ჩაშენებულია საკუროერო მოდული, რომელიც გათვლილია კომპანიებისთვის რომელთაც აქვთ თავიანთი მიწოდების სერვისი და სჭირდებათ სისტემა სადაც მომხმარებელს გაუმარტივებენ მიწოდების სერვისს და ასევე შესაძლებლობა ექნებათ მარტივად ადევნონ თვალი შემოსულ შეკვეთებს, მიანიჭონ ღირებულება შესაბამის ქალაქს,სოფელს,რაიონს და განახორციელონ მარტივი და სწრაფი მიწოდება.
Webwiss თანამშრომლობს საკურიერო კომპანიებთან, რომელთაც აქვთ მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით და ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში Webwiss უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის, საკურიერო სერვისის გამართულ და სწრაფ მუშაობას, ხარვეზების და ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ შეგვიძლია ისეთი საკურიერო კომპანიების ინტეგრაცია, რომლებიც ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანიების სიაში არ არის.
Webwiss-ის პლატფორმა აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს იმისათვის, რომ იყოს მარტივად სამართავი და ოპტიმიზირებული მომხმარებლის გამოცდილებაზე.
მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს საიტის ფერები, კონცეფცია, სექტორების განლაგება, ტექსტობრივი მასალა და სხვა.
პლატფორმის შესაძლებლობები ღიაა, იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავად შეძლოს საკუთარი ვებ გვერდის განვითარება და დაამატოს ახალი სექტორები, მისი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე.
Webwiss გთავაზობთ განვითარების უამრავ შესაძლებლობას, პლატფორმას არ აქვს არავითარი შეზღუდვა, თქვენ ადმინ პანელში, შეგიძლიათ დაამატოთ განუზასღვრელი რაოდენობის გვერდები და მარტივად გააკოთოთ მათი ოპტიმიზაცია და მორგება.
Webwiss-ის პლატფორმის გამოყენებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მარტივად დაამატოთ სასურველი კატეგორია, მიანიჭოთ მას შვილობილი კატეგორიები და უზრუნველყოთ მისი შემდგომი განვითარება ვებ საიტის მენიუში.
თქვენ ასევე გაქვთ საშუალება, ერთი კლიკით განახორციელოთ სასურველი ბრენდების და პროდუქტის სპეციფიკაციების დამატება.
შესაძლებელია ასევე პროდუქტის ატრიბუტების შექმნა, რომლის მეშვეობით დაამატებთ პროდუქტის პარამეტრებს და წარმოადგენთ შემდეგ როგორც ფილტრის სახით, მაგალითად: ზომა, ფერი, მოცულობა, მეხსიერება, პროცესორის ტიპი და სხვა.
ტექნიკური მხარდაჭერა
იმისათვის, რომ მომხმარებელმა დააფიქსიროს მისთვის საჭირო საკითხი პლატფორმაზე, აუცილებელია გახსნას დახმარების ბილეთი, მიუთითოს ადრესატი, თუ ვის ეკუთვნის მისი მიმართვა, მაგალითად: ტექნიკური დეპარტამენტი.
მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს ნებისმიერი სახის მოთხოვნა და მხარდაჭერის გუნდი მას განიხილავს უმოკლეს დროში.
ნებისმიერი ფუნქციონალის რედაქტირება/დამატება, ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს დახმარების ბილეთში დეტალურად, ასევე აუცილებელია მიენიჭოს საკითხს პრიორიტეტულობის დონე.
ბილეთის გახსნის შემდგომ სტანდარტული განხილვის ვადა შეადგენს 24 საათს, ხოლო მომხმარებელი ინფორმაციას იღებს ბილეთის გახნიდან მომენტალურად, ასევე არსებობს საკითხები რომელიც საჭიიროებს ინდივიდუალურ განხილვას, თითოეული დეპარტამენტი, რომელსაც მომხმარებელი აირჩევს ადრესატში ცალკეულად განიხილავს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნას და იწყებს დროულ რეაგირებას აღნიშნულზე.
გასათვალისწინებელია, რომ დაფიქსირებული განაცხადი რომელიც საჭიროებს ინდივიდუალურ განხილვას, განხილვის დრო, სტანდარტულად 24-72საათი გრძელდება.
მხარდაჭერის გუნდი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, მუშაობის პერიოდში მიმდინარეობს მრავალი საკითხის განხილვა, არსებობს საკითხები რომელთა გადაჭრაც მარტივი გზით ხდება და ასეთი საკითხები შესაძლოა, როგორც სატელეფონო (ქოლ ცენტრი) ასევე ონლაინ ჩათის მეშვეობით მოგვარდეს. თუ პრობლემის ან/და ახალი მოთხოვნის მასშტაბი აღემატება, საბაზისოს ამ შემთხვევაში მხარდაჭერის გუნდი მომხმარებელს მოუწოდებს გახნსას დახმარების ბილეთი
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი სარგებლობს პრემიუმ პაკეტით, ამ შემთხვევაში მომსახურების გაწევას ახდენს პირადი მენეჯერი, ის ამარტივებს კომუნიკაციის პროცესს და გთავაზობთ პრემიუმ ტექნიკურ მომსახურებას, რაც გულისხმობს: დახმარებას ბილეთის გახსნის გარეშე და ბილეთის გახსნით პრიორიტეტული სტატუსის მინიჭებით, მუდმივ კავშირს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მუდმივ სატელეფონო კავშირს და სხვა.
თუ პრემიუმ მომხმარებელი აფიქსირებს განაცხადს ახალი ფუნქციონალის ან/და სხვა მოთხოვნის დამატების შესახებ, რომლის მასშტაბი აღემატება საბაზისო და სტანდარტულ ტექნიკურ მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში განხილვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 48 საათს, ნაცვლად 72 საათის.
ნებისმიერი პრობლემის სწრად და ხარისხიან მოგვარებს მუდმივად პირადი მენეჯერი უზრუნველყოფს.
Webwiss-ის პლატფორმაზე მოცემულ ყველა პაკეტზე ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი, მუდმივად აქტიურია.
ჩვენ მუდმივად ვეხმარებით მომხმარებლებს, მარტივად გაუმკლავდნენ იმ სირთულეებს რაც ონლაინ კომერციის მიმართულებით შეხვდებათ.
ჩვენი მხარდაჭერის სამსახური 24 საათის განმავლობაში აქტიურია და ეხმარება მომხმარებლებს ნებისმიერი საკითხის უმოკლეს დროში გადაწყვეტაში.
Webwiss-ის პლატფორმაზე დამზადებულ ყველა ონლაინ მაღაზიას, რომელიც შესყიდულია საბოლოო შესყიდვის მეთოდით, ემსახურება ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური, 24 საათის განმავლობაში.
ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მომხმარებლის კომფორტს, სანდოობას და ლოიალურობას.
არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის პაკეტი აქვს შეძენილი საბოლოო შესყიდვით მომხმარებელს, ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი ყველა პაკეტზე მოქმედებს.
გაითვალისწინეთ! აუცილებელი მოთხოვნაა საბოლოო შესყიდვით შეძენილი ონლაინ მაღაზია, აღირიცხებოდეს Webwiss-ის სისტემაში.
იმ შეთხვევაში თუ მომხმარებელი პლატფორმას შეიძენს და მოახდენს ჩვენი გავლით მის მიგრაციის პროცესს, სხვა ჰოსტინგ პროვაიდერთან, ამ შემთხვევაში ის ვერ ისარგებლებს ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის სერვისით!
ასევე გასათვალიწინებელია ის, რომ ჩვენთან მომხმარებელი არამხოლოდ სერვერულ მხარდაჭერას იღებს, არამედ მისი ვებ საიტის გამართულ და სწრაფ მუშაობას, Webwiss-ის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური უზრუნველყოფს, შესაბამისად თქვენი ვებ საიტი მუდმივად იქნება მოწესრიგებული, დაცული და სანდო თქვენთვის და თქვენი მომხმარებლებისთვის!
