რას გთავაზობთ?

სერვისები მაღაზიისთვის

Webwiss-ის პლატფორმა გთაზობთ თქვენი მაღაზიისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს, თქვენ სულ რაღაც 1 დღეში შეგიძლიათ გააციფრულოთ თქვენი ბიზნესი და მიიღოთ ყველა საჭირო პროდუქტი & სერვისი ერთ სივრცეში

დიზაინი & კომპონენტები

უნიკალური დიზაინი

პლატფორმა გთავაზობთ წინასწარ დამზადებულ და შერჩეულ დიზაინს, რომელიც მოერგება თქვენს ონლაინ მაღაზიას, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ უნიკალური დიზაინი და ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნებს

Android & Ios

მობილური აპლიკაცია

Webwiss გაძლევთ შესაძლებლობას განავითაროთ თქვენი ონლიან მაღაზია ჩვენთან, მობილური აპლიკაციის საშუალებით, ამისათვის აუცილებელია დააფიქსიროთ თქვენი მოთხოვნა და ჩვენი წარმომადგენელი გაითვალისწინებს თქვენს საჭიროებებს და უმოკლეს დროში დაგიმზადებთ მობილურ აპლიკაციას

გადახდები

გადახდა & განვადება

Webwiss-ის პლატფორმაში ინტეგრირებულია წამყვანი ბანკების პროდუქტები: გადახდის სისტემა, განვადება, განაწილება, ქულებით გადახდა.

იმისათვის, რომ თქვენმა ონლაინ მაღაზიამ მიიღოს გადახდები, აუცილებელია დაუკავშირდეთ სასურველ ბანკს და მოითხოვოთ მონაცემები რომელიც Webwiss-ის სამართავ პანელში უნდა დაფიქსირდეს

სამართავი პანელი

მარტივი ადმინ პანელი

Webwiss-ის პლატფორმა დაფუძნებულია დღესდღეისობით ყველაზე გავრცელებულ და მოთხოვნად სისტემაზე "Wordpress" და ასევე ბეტა რეჟიმში ხელმისაწვდომია Next.js/Nest.js პლატფორმაც,

ადმინ პანელი "ორივე" შემთხვევაში არის ერთი ინტერფეისის მქონე, მარტივი, ინტუიციური და დინამიური

ანალიტიკა

ფინანსური მონიტორინგი

პლატფორმა გთავაზობთ ფინანსური მონიტორინგის პროფესიონალურ და მარტივ სისტემას, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ შემოსული შეკვეთები, მათი კალკულაცია, ჯამური გაყიდვები, საკომისიოდან მიღებული შემოსავალი და სხვა. ასევე შესაძლებელია ექსპორტი Excell, Pdf ფაილში.

ასევე გთავაზობთ ინტეგრაციას, თქვენთვის სასურველ სააღრიცხვო სისტემასთან

მარაგები

მარაგების კონტროლი

თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ პროდუქტზე მარაგების რაოდენობა, ზღვარი, მინიმალური-მაქსიმალური შეკვეთის რაოდენობა და სხვა მონაცემები რაც მარაგის დაანგარიშებისთვის გჭირდებათ. სისტემა ასევე ავტომატურად ასახავს გაყიდულ, მომლოდინე, ჩაშლილ და გაუქმებულ შეკვეთებს და ახდენს მათ ზუსტ დათვლას. თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა გაყიდოთ ნივთები შეზღუდულად, დაუწესოთ მომხმარებელს ნივთის რაოდენობის ზღვარი და სხვა.

მიწოდება

საკურიერო სისტემა

ადმინ პანელში გაქვთ საშუალება დაამატოთ საკუთარი საკურიერო სერვისი და შექმნათ თქვენი მიწოდების წესები და პირობები, სისტემაში თქვენ ირჩევთ რეგიონს მაგალითად "საქართველო" და ასევე შეგიძლიათ დაანაწილოთ ის ქალაქების მიხედვით, სადაც მიწოდებას ახდენთ, თითოეულ ქალაქს განუსაზღვროთ ფასი, დაამატოთ ერთიანი მიწოდება, შექმნათ უფასო მიწოდება და ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ მინიმალური შეკვეთის ღირებულება რომელიც გავლენას მოახდენს მიწოდების სერვისზე.

ასევე გთავაზობთ ინეგრაციას თქვენთვის სასურველ საკურიერო კომპანიასთან

SEO ოპტიმიზაცია

SEO მეგობრული სისტემა

Webwiss-ის პლატფორმაში ინტეგრირებულია SEO ოპტიმიზაციის მოდული, რაც გაძლევთ საშუალებას, აკონტროლოთ თქვენს მიერ დამატებულ პროდუქტებზე, კატეგორიებსა თუ გვერდებზე "SEO Score" და ასევე მიიღოთ რეკომენდაციები, რომელიც თქვენს პროდუქტს ხილვადს გახდის საძიებო სისტემებში

შეტყობინებები

E-Mail და SMS შეტყობინებები

ავტომატური Email და SMS შეტყობინებები, გაზარდეთ სანდოობა, მიაწოდეთ დროული ინფორმაცია და მართეთ ონლაინ მაღაზია პროფესიონალურად. ყველაფერი ავტომატურად, შენს ონლაინ მაღაზიაში.

API ინტეგრაცია

ინტეგრაციები პლატფორმებთან

Webwiss-ის პლატფორმაში უკვე ინტეგრირებულია 20+ პოპულარული კომპანიის სერვისები, თქვენ ასევე გაქვთ საშუალება მოითხოვოთ პროგრამასთან ინტეგრაცია რომელიც ჩვენს პლატფორმაზე არ არის, ამისათვის აუცილებელია დააფიქსიროთ თქვენი მოთხოვნა და პირადი მენეჯერი მომენტალურად დაგიკავშირდებათ და გაგიწევთ კონსულტაციას

უპირატესობები

რატომ უნდა აირჩიოთ
Webwiss

თუ თქვენ გჭირდებათ ონლაინ მაღაზია დაგვიკავშირდით